Monday, June 21, 2010

გასეირნება წინანდალში




სალვადორ დალის გამოფენაზე ვიყავით წინანდალში.დილას რომ ვიცოდი 10 ზე უნდა გავსულიყავით თურმე 9-ზე ყოფილა ხოდა ვეღარ მოვასწარი წახემსება ეგრევე ამომადგა ჰასკი და ჰენო მანქანით, მანქანაში 3 თვის გახსნილი ჩიფსები მომაჩეჩეს ეს ჭამეო და გავუდექით გზას რუსთაველისაკენ სადაც ანი უნდა გამოსულიყო, რომ დავურეკეთ ანი ჯერ კიდევ დიღომში იმყოფებოდა, მერე გადავწყვიტეთ გავუაროთ თქო მარა ვეღარ დავურეკეთ (მეტროში ჩამჯდარა)
ხოდა ისევ რუსთაველისკენ მოვბრუნდით, მოკლედ გმირთა მოედანს 2ჯერ დავარტყით წრე მარა სახლში მაინც არ წამიყვანეს რამე რომ მეჭამა :D ნუ როგორც იქნა ანი მოვიდა და გავუდექით გზას კატასაკენ, კატამ ბევრი არ გვალოდინა, შემოხტა მანქანაში და წავედით კახეთში, სანამ ჩავიდოდით კარგად გავერთეთ ერთიდაიგივე დისკს ვატრიალებდით რადგან თურმე მპ3-ს არ კითხულობდა ფლეიერი, გზად ვიყიდეთ ყველაფერი, და გზადვე ძალიან "ორიგინალურად" გავრეცხეთ :D ჯერ წყალთან ხო მზეს მონატრებული ბავშვები წუწაობდნენ და 20 წუთიანი ლოდინის მერე მიხვდნენ რო ჩვენც საქმე გვქონდა წყალთან და გამოაძრეს ბოთლები :D მერე ვიღაც შავი ბიძია მოვარდა 20 ლიტრიანი რაღაცით, მე დავამშვიდე გავრეცხავთ და წავალთ თქო, როგორც იქნა იმანაც გამოაძრო თავისი 20 ლიტრიანი რკინის ცისტერნა, ჩვენც სანამ ბავშვები მოვარდებოდნენ უკან და წყალს გაგვტაცებდნენ ხელიდან მანამდე მოვფიქრეთ რომ კიტრის და პომიდვრის პარკებში წყალი ჩაგვესხა, მერე ავანჯღრიეთ კარგად და წავედით :D თურმე იმ ბებოს ხახვიც გამოუტანებია პომიდორთან ერთად, ნუ ჩვენც ვიფიქრეთ რა კეთილი ბებო ყოფილა თქო მარა მერე რო გავსინჯეთ პომიდორი და თან გაგვახსენდა რო ხურდაც არ დაუბრუნებია მაშინ აგვიბრიალდა თვალები :D როგორც იქნა ჩავედით, კიდევ კარგი მანქანას კონდიციონერი ქონდა თორე გარეთ ღორის მაგივრად მწვადები დადიოდნენ, თან ყველას ძალიან გვშიოდა, შევისეირნეთ დალის გამოფენაზე მუზეუმში, ნუ დიდი არაფერი, ცნობილი ტილოებიდან არცერთი არ იყო და რა ტილოებიც იყო ისიც ასლები, მარა ქანდაკებები მოგვეწონა :D მე და ჰასკიმ ბევრი ვიცინეთ მუზეუმის დათვალიერებისას, თან ბევრი ხალხი იყო და ეგ ამძაფრებდა სიტუაციას და სიცილსაც :D მერე ბუნებაში გავისეირნეთ, ადგილის მოსაძებნად სადაც რამეს შევჭამდით, მარა რად გინდა ყოველ 2 მეტრში ბავშვიანი ქალები მწვადს ახრჩოლებდნენ, ბოლო ბოლო ტყეში ვიპოვეთ ნორმალური ადგილი გავშალეთ ყველაფერი და უცებ აღმოჩნდა რომ თურმე 3 გზა უერთდებოდა 1ს რომელიც ტყიდან გადიოდა, მოკლედ დარბოდნენ ეს მარშუტკები ბავშვიანი ქალებით და ყველა ჩვენ გვიყურებდა :D მერე გვერძე 1 მარშუტკა გაჩერდა, ჩამოვიდნენ ეს ბავშვიანი ქალები და დაიწყეს ქეიფი :D ყურადღება აღარ მივაქციეთ, რაღაცეები მივირთვით ბევრ-ბევრი ცივ-თბილი (თბილი იმიტომ რომ 1 ბოთლი მზეზე დაგვრჩა)) ლუდი დავლიეთ და გამოვისეირნეთ გზად ჩემს აგარაკზეც მივედით, ნუ გზაში ჰასკიმ იმდენი იწუწუნა რომ მეც გამიკვირდებოდა ნაბახუსევზე :D იქაც მივირთვით რაღაცეები და წამოვედით თბილისისკენ :D

1 comment:

  1. lool. vigadave =)) ara ra ginda, mshvenieri dge iyo kiarada dzana magari iyo =)) marto sheni da haskis wuwuni rad girs. :D

    as erti da sxva mravali chven ra ^.^

    ReplyDelete