Monday, June 21, 2010

გასეირნება წინანდალში




სალვადორ დალის გამოფენაზე ვიყავით წინანდალში.დილას რომ ვიცოდი 10 ზე უნდა გავსულიყავით თურმე 9-ზე ყოფილა ხოდა ვეღარ მოვასწარი წახემსება ეგრევე ამომადგა ჰასკი და ჰენო მანქანით, მანქანაში 3 თვის გახსნილი ჩიფსები მომაჩეჩეს ეს ჭამეო და გავუდექით გზას რუსთაველისაკენ სადაც ანი უნდა გამოსულიყო, რომ დავურეკეთ ანი ჯერ კიდევ დიღომში იმყოფებოდა, მერე გადავწყვიტეთ გავუაროთ თქო მარა ვეღარ დავურეკეთ (მეტროში ჩამჯდარა)
ხოდა ისევ რუსთაველისკენ მოვბრუნდით, მოკლედ გმირთა მოედანს 2ჯერ დავარტყით წრე მარა სახლში მაინც არ წამიყვანეს რამე რომ მეჭამა :D ნუ როგორც იქნა ანი მოვიდა და გავუდექით გზას კატასაკენ, კატამ ბევრი არ გვალოდინა, შემოხტა მანქანაში და წავედით კახეთში, სანამ ჩავიდოდით კარგად გავერთეთ ერთიდაიგივე დისკს ვატრიალებდით რადგან თურმე მპ3-ს არ კითხულობდა ფლეიერი, გზად ვიყიდეთ ყველაფერი, და გზადვე ძალიან "ორიგინალურად" გავრეცხეთ :D ჯერ წყალთან ხო მზეს მონატრებული ბავშვები წუწაობდნენ და 20 წუთიანი ლოდინის მერე მიხვდნენ რო ჩვენც საქმე გვქონდა წყალთან და გამოაძრეს ბოთლები :D მერე ვიღაც შავი ბიძია მოვარდა 20 ლიტრიანი რაღაცით, მე დავამშვიდე გავრეცხავთ და წავალთ თქო, როგორც იქნა იმანაც გამოაძრო თავისი 20 ლიტრიანი რკინის ცისტერნა, ჩვენც სანამ ბავშვები მოვარდებოდნენ უკან და წყალს გაგვტაცებდნენ ხელიდან მანამდე მოვფიქრეთ რომ კიტრის და პომიდვრის პარკებში წყალი ჩაგვესხა, მერე ავანჯღრიეთ კარგად და წავედით :D თურმე იმ ბებოს ხახვიც გამოუტანებია პომიდორთან ერთად, ნუ ჩვენც ვიფიქრეთ რა კეთილი ბებო ყოფილა თქო მარა მერე რო გავსინჯეთ პომიდორი და თან გაგვახსენდა რო ხურდაც არ დაუბრუნებია მაშინ აგვიბრიალდა თვალები :D როგორც იქნა ჩავედით, კიდევ კარგი მანქანას კონდიციონერი ქონდა თორე გარეთ ღორის მაგივრად მწვადები დადიოდნენ, თან ყველას ძალიან გვშიოდა, შევისეირნეთ დალის გამოფენაზე მუზეუმში, ნუ დიდი არაფერი, ცნობილი ტილოებიდან არცერთი არ იყო და რა ტილოებიც იყო ისიც ასლები, მარა ქანდაკებები მოგვეწონა :D მე და ჰასკიმ ბევრი ვიცინეთ მუზეუმის დათვალიერებისას, თან ბევრი ხალხი იყო და ეგ ამძაფრებდა სიტუაციას და სიცილსაც :D მერე ბუნებაში გავისეირნეთ, ადგილის მოსაძებნად სადაც რამეს შევჭამდით, მარა რად გინდა ყოველ 2 მეტრში ბავშვიანი ქალები მწვადს ახრჩოლებდნენ, ბოლო ბოლო ტყეში ვიპოვეთ ნორმალური ადგილი გავშალეთ ყველაფერი და უცებ აღმოჩნდა რომ თურმე 3 გზა უერთდებოდა 1ს რომელიც ტყიდან გადიოდა, მოკლედ დარბოდნენ ეს მარშუტკები ბავშვიანი ქალებით და ყველა ჩვენ გვიყურებდა :D მერე გვერძე 1 მარშუტკა გაჩერდა, ჩამოვიდნენ ეს ბავშვიანი ქალები და დაიწყეს ქეიფი :D ყურადღება აღარ მივაქციეთ, რაღაცეები მივირთვით ბევრ-ბევრი ცივ-თბილი (თბილი იმიტომ რომ 1 ბოთლი მზეზე დაგვრჩა)) ლუდი დავლიეთ და გამოვისეირნეთ გზად ჩემს აგარაკზეც მივედით, ნუ გზაში ჰასკიმ იმდენი იწუწუნა რომ მეც გამიკვირდებოდა ნაბახუსევზე :D იქაც მივირთვით რაღაცეები და წამოვედით თბილისისკენ :D

Monday, May 3, 2010

ტეგ თამაში O_o

უჰჰ რა შარში გავყავი თავი

მიყვარს – ლუდი :D

ვოცნებობ – ტოკიოში წასვლაზე~

ვფიქრობ – ტოკიოში წასვლაზე~

მძულს – "მაღიზიანებსში" ნახეთ :D

კმაყოფილი ვარ – ჩემი თავით :3

მენატრება – მეგობრები :( საქართველოში ვინც არ არიან

მსურს – ვიყო წარმატებული და ვიცხოვრო კარგ ქვეყანაში (შემოხაზეთ ნომერი 77 :D)

მაღიზიანებს – დავიწყე^^ : ლოდინი!, დილით ადგომა, უგემოვნოდ ჩაცმული სოფლელი გოგოები, თავში ავარდნილი პიჟონები, "ჩემი დედა" ბიჭები, ბაკენბარდებიანი მდედრი მოდელები, უტვინო გოგოები რომლებსაც ყოველთვის ის მოსწონთ რაც შენ, ჭორიკანა მდედრ-მამრები, გაუნათლებელი განათლებულები, ქუჩაში მიყუდებული და მობილურ აჩხავლებული მამრები, 60 წლის ქალიშვილები, ძალით ლამაზი გოგოები რომლებსაც ტოპ მოდელები გონიათ თავი, ვაკური დიალექტი და მაგ დიალექტზე მოლაპარაკე ჰუმანოიდები, დაკონსერვებული მოაზროვნეები, დროში ჩარჩენილები, მენტალიტეტის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მოქცეულები, ბოღმიანები და შურიანები, მმკ, რუსთავი 2-ის "იუმორის მამები", პუტინს მიშვერილი უკანალები და სხვა.

არ ვიცი – ბევრი ბევრი :D

შემიძლია – ყველაფერი რასაც მოვინდომებ

ვმეგობრობ – ბევრ ადამიანთან ვინც "მაღიზიანების" კრიტერიუმს გაცდება :D და ცხოველებთან მაგალითად კატასთან :D

ვტირი – ნწუ~

ვიცინი – თითქმის სულ

ვეძებ- ჰუსეინ ბიძიას :D

ვკითხულობ – ბევრ საჭირო თუ არა საჭირო აჯეფსანდალს

ვკარგავ- სანთებელებს ვკარგავდი ადრე, ეხლა ჯერჯერობით დასაკარგი საგანი ჯერ ისევ ძებნაშია :D

მშურს – მალალიტრიაშკების (1 ჭიქა ლუდი და გატოვი ხარ :D)

ვემტერები – ქართულ მენტალიტეტს (რაც ცუდია რათქმაუნდა :D)

მაინტერესებს- ვინ დაწერა ეს იდიოტური ველი!

არ მაინტერესებს – ბევრი რამ~

მახსოვს – რა მოხდა გასულ ზაფხულს ^^

ვინახავ – ბევრს არაფერს :D

მწამს – ჩემი თავის

მიკვირს – ჰეეჰ რაღა უნდა გამიკვირდეს 3 ომ გამოვლილ კაცს?

მიხარია – ბევრი რამ

ვამაყობ – რომ არ ვარ მთლად იდიოტი :D

მსიამოვნებს – რომ ჩემი ოთახი მაქვს ბოლოს და ბოლოს!

ვეხმარები – ბევრს

მწყინს – რაღა უნდა მეწყინოს 3 ომ გამოვლილ კაცსს :D

ვკამათობ – ხშირად

ვუხეშობ – იშვიათად

ვყოყმანობ – შარვლის და ფეხსაცმლის ყიდვისას

ვუყურებ – The Simpsons

ვმღერი – აღარ

ვერიდები - სიგარეტის მოწევას :D

ვიტყუები – როცა საჭიროა :D

ვეჭვიანობ – არ ვეჭვიანობ, თუ რამეა ვამოწმებ

“ვკაიფობ” – ბევრზე, მაგალითად გოგჩოებზე რომლებიც სხვებს დასცინიან არადა თვითონ არიან დასაცინი :D

ვტაგავ ჰენოს (მეფეს)

Friday, February 5, 2010

ფოტოები

დადგა ისევ შუა ღამე და ისევ მომივიდა მუზა :D ალბათ ჩემი ტვინი ღამე იწყებს მუშაობას :)

1. ისევ გამახსენდა რომ ეს ბლოგი არსებობს :D

2. ისიც გამახსენდა რომ ხანდახან სურათებს ვიღებ (როცა იდეა მომდის) ხოდა გადავწყვიტე აქაც ამეტვირთა (ჯერ სულ 3-ა დანარჩენი წალეკა დავირუსებულმა კომპიუტერმა :D ეგ არაფერი უფრო უკეთესებს გადავიღებ :D (ერთგვარი თავის დამშვიდება))

შემოთავაზება:


Zombination:



ჯაჭვი:




ვიცი! ვიცი რომ ხარისხი არ ვარგა 2.3 მეგაპიქსელიანი ფოტო აპარატით არის გადაღებული ეს სურათები (მოტოროლას პირველი კამერიანი მობილურიც კი უკეთესს ხარისხს იღებს :D ) ხოდა ნორმალურად ვეღარც დავამუშავე რადგან ფოტოშოპში ფოტოს მაგივრად კუბიკ-რუბიკს ვაწყობდი :D

Sunday, January 31, 2010

CV-Georgia

შუაღამისას მეხსნება მუზა როგორც ყოველთვის და დღესაც ასე მოხდა :)

1 რაც მოხდა ამ წუთას გამახსენდა რომ ეს ბლოგი არსებობს :D

2. ვიქექებოდი ნეტში და უცებ გამახსენდა საქართველოში CV-ფორმები ხოდა გადავწყვიტე თქვენთვისაც (ალბათ უფრო ჩემთვის რადგან 1 მნახველიც არ ყოლია ამ ბლოგს :D) მენახებინა ის იდიოტური შეცდომები რაც ქართულ CV-ში არის :D

ვერ გაარჩევ იმ ადამიანმა ინგლისური და კომპიუტერი (ჯერ იმაზე ვღადაობ "კომპიუტერის ცოდნას" რომ ეძახიან :D ) მართლა იცის თუ არა როცა "კომპიუტერის ცოდნაში" წერენ "ინტერნეტს" :)))

ისიც ლათინურად შეცდომით :))) მერე "ემეილს" ეგეც :D

რაც შეეხება MS Office-ს, ნუ თუ 1-2 ასო დაუნახია კლავიატურაზე (ისიც შორიდან) და MS Word-ში შემთხვევით გამოსვლიათ 1 სიტყვა (კლავიატურის ბრახუნის შემდეგ როცა "A"-ასო ვერ იპოვნეს)
ნუ მაშინ იცის ადამიანმა MS Word და თუ MS Word იცის მაშინ ბარემ MS Excel იც სცოდნია :D

Win 95/98/Me/XP/2000 <--- ისე განსხვავდებიან ერთმანეთთან რომ ცალ ცალკე მას'ტ'ავლებლის დაქირავება მოგიწევს და ფულის ტყუილად გადახდა მითუმეტეს 95-ზე დიდი მოთხოვნაა და რას იზა'მ' :D

Adobe Photoshop (ანუ CV-ში Adobe Potocop) ერთხელ მოჰკრა მეზობელთან ყური რომ მეზობლის შვილი 'ფოტოჩოპში' ისეთ მაგიებს ჩადის ფოტოზე რომ თურმე ეიფელის კოშკთანაც გამოგჭიმავს თუ გინდა და მერე იბლატავე მე პარიზში ვიყავი ეიფელის კოშკს ვეკვროდიო, ხოდა რადგან მეზობლის ბავშვმა იცის ესეიგი თვითონაც იცის თუ არადა თხოვს და ბალ'ღ'ი ას'ტ'ავლის რა მოხდა "ჩემი-შენი რამ გაჰყო" :D

მეტი აღარ მახსენდება ამ წუთას, მოკლედ მარაზმი CV-ები არის და არც არავინ ყურადღებას არ აქცევს იმიტომ რომ ვინც ამოწმებს იძახის "იუ ინტერნეტი ცოდნია, მეორეს მართალია 3D Maya, 3D Max, Adobe Photoshop, Adobe Premiere უწერია მარა სამაგიეროდ ინტერნეტი არ იცისო!" :D

Sunday, January 17, 2010

გასოლინა



ეს ვიდეო არის უძველესი სადღაც 5-6 წლის წინანდელი, ვერ ვიტანდი ამ მუსიკას ხოდა ავდექი და გავაკეთე ვიდეო :D (მაშინ მოდაში იყო ესეთი მუსიკები >.> )

Avatar ავათარი


მოკლედ ვუყურე ფილმს "Avatar" ხოდა მომეწონა ის არსებები (ნავი ქვიათ მაგათ :) ) ხოდა მეც გავაკეთე საკუთარი ავათარი :)

საქართველო VS მსოფლიო


ამ ვიდეოთი ვეცადე გამომეხატა ჩემი პროტესტი აქ მიმდინარე მოვლენებზე

Blog under construction

ბლოგი დროებით გასულია მომსახურების ზონიდან :)
ბლოგის ჩართვამდე დატკბით :D